შპს “ჯორჯიან მანგანეზი” სახელმწიფოს ინსპექტირების
ორგანოს – შპს “ტექინსპექტგარანტის” მიერ მომზადებულ დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც, 2017-2018 წლებში შუქრუთის მაღაროზე, შემოწმების შედეგად, მომზადებული დასკვნებია ასახული, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ მაღაროში უსაფრთხოების ნორმები სრულიად დაცული იყო.
უწყებამ შესაბამისობის სერთიფიკატიც გასცა. აღსანიშნავია, რომ შპს “ტექინსპექტგარანტი” ერთადერთი აკრედიტირებული სახელმწიფო ორგანოა, რომელიც მაღაროებში ტექნიკურ შემოწმებას, გეგმიურად, 6 თვეში ერთხელ ატარებს.
უწყებამ უკანასკნელად შუქრუთის მაღაროს შემოწმების შედეგად, შესაბამისობის სერთიფიკატი 25 იანვარს გამოსცა.
წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში ჭერის ნაწილი გამთენიისას ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მუშა, ზაზა აბრამიშვილი ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა და ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა. მიღებული ტრავმების შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა.