ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტში რიგა-ქუთაისის პირველი რეისი შესრულდა.
ფრენა 25 მარტს, დილის 10:10 წუთზე უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air–მა განახორციელა.
აეროპორტის ინფორმაციით, რეისის 172 მგზავრიდან უმეტესობა ლატვიის მოქალაქე იყო. მათივე განცხადებით, პირველი მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.