21 მარტი 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება მათ შორის საქართველოში.
თარიღს სიმბოლური დატვირთვა აქვს. რიცხვი 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს , ხოლო წელიწადის მესამე თვე – მარტი, ტრისომიულ მოვლენას.
ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანები, მათი ოჯახისწევრები და ამ სფეროში მომუშავე პირები ერთიანდებიან და მართავენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა უფლებების დაცვაა.
დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად. დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც ეს სინდრომი პირველმა აღწერა .