ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს ქუთაისში პროფესიული დღე მიულოცეს.

მათ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია და მოადგილეები შეხვდნენ.

“თქვენი დამსახურებიდან და ღვაწლიდან გამომდინარე თამამად შემიძლია გიწოდოთ დროის მემეტიანეები. რადგან, სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც შეძელით და გასული საუკუნის ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება ისტორიად აქციეთ. სწორედ თქვენ ხართ ის პროფესიონალები, რომლებმაც აფხაზეთის ომის ფრაგმენტები და მონაწილე გმირების სახელები საკუთარი სიცოცხლის ფასად თაობებს ისტორიად დაუტოვეთ. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა. ჩვენი მხრიდან კი შევეცადეთ ერთგვარი ყურადღება და პატივისცემა გამოგვეხატა და პროფესიული დღე მოგველოცა.”- აღნიშნა ნიკოლოზ ლატარიამ შეხვედრაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *