ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ სულორში საინტერესო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. 15 ოჯახი აზიური ფაროსანასგან თხილის პლანტაციების გადარჩენას მწერთა სხვა ჯგუფისთვის განკუთვნილი პრეპარატით ცდილობს.

მეცნიერი კარლო კიკორია ამბობს, რომ იდეა იმ ფერმერების გამოხმაურების შემდეგ  დაიბადა, რომლებმაც გასულ წელს პრეპარატი, მათივე მტკიცებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს.

რეალურად მოქმედებს თუ არა მწერების სხვა ჯგუფისთვის განკუთვნილი პრეპარატი აზიურ ფაროსანაზე და თუ კი – რატომ?  კარლო კიკორიას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კმაყოფილ ფერმერთა რიცხვი ცოტა არ იყო, გადაწყვიტეს, მიმდინარე წელს ინფორმაცია საველე პირობებში, მეცნიერთა ზედამხედველობით გადაემოწმებინათ.

სოფელ სულორში მიმდინარე ექსპერიმენტს სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც აკვირდებიან.

 

სინქრონი:

კარლო კიკორია – ენტომოლოგი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, დავით ჯიბუტი.

 

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *