ქუთაისის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების
ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს,- ამის შესახებ საერტაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო საუბრობს. ორგანიზაცია მორიგ კვლევას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://kutaisi.gov.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას. ასევე, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსებული საძიებო სისტემის გამოყენება რთულია, რაც აფერხებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას.
“ქალაქ ქუთაისის საკრებულოს N32 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა: ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და გასაჩივრების წესი, ბიუჯეტის შეასრულების ანგარიში; ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატის, პრემიის, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯის შესახებ და სხვა.”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად შეასრულონ 2014 წლის 27 აგვისტოს N32-ე დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით განთავსება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
იმის გამო, რომ 2014 წლის 27 აგვისტოს მიღებული N32 დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს არ ადგენს, სასურველია, დადგენილებაში ცვლილებები შევიდეს, რათა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებას.
დამატებით, ორგანიზაცია მოუწოდებს ქუთაისი მერიასა და საკრებულოს, შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები, ასევე გაამარტივონ მერიისა და საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდის საძიებო სისტემა.”- წერია კვლევაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევა ვრცლად