ქუთაისში კიდევ ერთი ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა.
“მშობლები საქართველოს მომავლისთვის” მოქალაქეებს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქტივობებს ჰპირდება. ორგანიზაცია საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური მიმართულებებით იმუშავებს.
“გვინდა ვაკეთოთ საქმე, რომელსაც მშობლები აკეთებენ, შევეხოთ ყველა სეგმენტს, მათ შორის ორსულებს, ერთ წლამდე ბავშვებსა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს,”-განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკატერინე საკანდელიძემ.
ახლადშექმნილი ორგანიზაცია პირველ აქტივობას ხვალ, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განახორციელებს.