ზინაიდა ინანეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
უხუცესი ქალია 102 წლისაა და სოფელ ოფშკვითში ცხოვრობს. უხუცესი ქალბატონი ეროვნულ არქივში საკუთარი დაბადების ჩანაწერის სანახავად იმყოფებოდა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა, საკრებულოს წევრებმა ლატავრა ბენდელიანმა და თამარ მამარდაშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
“ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცეთ სოფელ ოფშკვითის მკვიდრს, 102 წლის ზინაიდა ინანეიშვილს. ქალბატონი ზინაიდა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა, მიუხედავად წლებისა, ოპტიმიზმი და ცხოვრების ხალისი შეინარჩუნოს. მან დიდი სითბოთი მიგვიღო და სულ მალე დაბადების დღის აღსანიშნავადაც მიგვიწვია” – გრიგოლ ივანეიშვილი.
ფოტო: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური