სულხან-საბას გამზირზე გზის
საფარის მოწესრიგება იგეგმება. კონკრეტულად, უნდა მოხდეს სულხან-საბას გამზირის გზის II ზოლის და სულხან-საბას გამზირზე არსებულ სასაფლაოებს შორის გზის ა/ბეტონის საფარის რეაბილიტაცია. სამუშაოების შესასრულებლად საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მოსამზადებლად ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. ამისათვის კი 6 ათასი ლარია გამოყოფილი.
“იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდება საპროექტო–სახარჯთარღიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებით საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა “მიმწოდებელმა” უნდა განახორციელებს ანაზღაურების გარეშე.
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ 3 წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებები უნდა შეიტანოს უსასყიდლოდ.
მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო გზაზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და კაპიტალური საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას”,- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
წინადადებების მიღება 7 მარტს დაიწყო და 27 მარტს დასრულდება.
ფოტო: newpress.ge