ქალთა საერთაშორის დღე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
თვითმმართველობის სახელით, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა მიულოცეს.
“გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! მინდა გისურვოთ ყველა იმ გამოწვევასთან წარმატებით გამკლავება, რაც დღეს ასე აქტუალურია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს ღვაწლმოსილ ქალ პედაგოგებს, რომლებმაც თაობათა სწორად აღზრდაში უდიდესი წვლილი შეიტანეს” – განაცხადა გრიგოლ ივანეიშვილმა.
პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.