ქუთაისის მერმა
დედის დღე ქუთაისში ყველაზე მრავალშვილიან დედას მაია გოშთელიანს მიულოცა. გოშთელიანი 13 შვილის დედაა.
გიორგი ჭიღვარიამ და მისმა მოადგილემ ნინო თვალთვაძემ მაია გოშთელიანს საჩუქარი გადასცეს. როგორც მაღალჩინოსნებმა განმარტეს, უყურადღებოდ არც სხვა მრავალშვილიანი დედები დარჩენილან.
,,მრავალშვილიანი დედები განსაკუთრებულად დასაფასებელი არიან სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათ და უყურადღებოდ არ დავტოვოთ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს ყურადღებასა და პატივისცემას,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისში სულ 45 მრავალშვილიანი ოჯახია,რომლებსაც, მერიის ინფორმაციით, საჩუქრები გადაეცათ.