ქუთაისის მერმა დედის დღე
საპატრულო პოლიციის თანამშრომელ დედებს მიულოცა.
გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალების როლი სახელმწიფოს განვითარებასა და კეთილდღეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ მათ მიმართ მეტი ყურადღებაა საჭირო.
,,დედის დღე მივულოცეთ საპატრულოს თანამშრომელ ქალბატონებს, რომლებიც დღესაც არ ისვენებენ და ჩვენს ქვეყანას ემსახურებიან. მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის,”-განაცხადა ჭიღვარიამ.
ქალაქის მერმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელ დედებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.