ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილემ ირაკლი შენგელიამ დედის დღე პირველი უზენაესი საბჭოს წევრ ქალბატონს ლია კაცაძეს მიულოცა.
“მინდა, დედებს მივულოცო დღევანდელი დღე. მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში არის შეუფასებელი. დედის დღე მივულოცეთ ქალბატონ ლიას, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი. მასთან საუბარი, როგორც დედასთან და როგორც სახელმწიფო მოღვაწესთან ჩემთვის არის დიდი პატივი. ქალბატონი ლია გახლავთ თვალსაჩინო მაგალითი იმისა თუ როგორი შეიძლება იყოს წარმატებული და სამშობლოზე შეყვარებული დედა,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
ლია კაცაძე საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთადერთი ქუთაისელი ქალბატონია, რომლის ხელმოწერაც 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზეა შემონახული.