იმერეთის გუბერნატორმა
რეგიონის უხუცეს ქალბატონს დედის დღე მიულოცა.
გივი ჭიჭინაძე 112 წლის ვანელ თამარ ჩუბინიძეს ვანის მერთან ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად ესტუმრა.
გარდა ამისა, გუბერნატორმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახები მოინახულა. გივი ჭიჭინაძემ და ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების დედებსა და მეუღლეებს დედის დღე მიულოცეს და გამძლეობა უსურვეს.
,,თქვენ ხართ გმირი დედები. აღზარდეთ შვილები, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ერთიანობასა და კეთილდღეობას. თქვენს გმირობასა და თავდადებაზე დგას ჩვენი სამშობლო. გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით,”-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
ვიზიტის დროს ხონში მცხოვრებ ოთხი დაღუპული გმირის ოჯახს 500-500 ლარი გადაეცა.