ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ თავდაცვის სამინისტროს, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე დედებს, დედის დღე მიულოცა.
მან ჯარში მოსამსახურე ქალბატონებს ბაზაზე ეწვია და მადლობა გადაუხადა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რომელსაც ისინი სამშობლოს მიმართ იჩენენ.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელი დღე მივულოცო იმ ქალბატონებს, რომლებიც დგანან თავიანთი ქვეყნის სადარაჯოზე, როგორც გმირი დედები. დედის დღე საქართველოში განსაკუთრებული ფენომენია, ქართველი დედისთვის უპირველესი იყო სამშობლო და შვილის სამშობლოს მოყვარულად გაზრდა. დარწმუნებული ვარ ეს ქალბატონები, რომლებიც დღეს სამხედრო სამსახურში მსახურობენ განსაკუთრებული გრძნობით გაზრდიან საკუთარ შვილებს და განსაკუთრებული გრძნობით შეაყვარებენ თავიანთ სამშობლოს. სრულიად საქართველოს დედებს ვულოცავ დღევანდელ დღეს”-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ სამხედრო ქალბატონებთან შეხვედრისას.