ქუთაისში, ერთ-ერთ მარკეტში გაურკვეველი
წარმომავლობის ცივი სენდვიჩი გამოჩნდა, რომელსაც რეალიზატორი “ბუდღაჯანად” ასაღებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “ბუდღაჯანას” ნამდვილი მწარმოებელი კომპანია განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
“ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია შემოწმებულია ლაბორატორიულად, ნაფიქრია შიგთავსზე, გავლილი აქვს ხარისხის ყველა შესაბამისი ინსტანცია, რომელიც ამოწმებს ხარისხს და პროდუქტს, ასევე შიგთავსში თავსი მხრივ არის გამოყენებული ქარხნულად წარმოებული პროდუქტი.
“კაი მარკეტში” დაფიქსირდა სენდვიჩი, რომელიც მყიდველს ასაღებს გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქციით დამზადებულ სენდვიჩს, რომელსაც უწოდებს “ბუღდაჯანას”.
მოვუწოდებთ საზოგადოებას!
არ შეხვიდეთ შეცდომაში, არ იყიდოთ კუსტარულად დასმზადებული სენდვიჩი , არ დააყენოთ თქვენი შვილების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ, ჩვენ მივმაფრთავთ ყველა შესაბამის ინსტანციას, რომ საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია!
მარკეტთან ახლოს სკოლაა,გთხოვთ დააკვირდეთ შეფუთვას,
” ბუღდაჯანა” არ არის ქვემოთ მოცემული მსგავსი შეფუთვით ნაჩვენები სენდვიჩი, კუსტარულად გახვეული.
ჩვენი სენდვიჩს აქვს სპეციალური ლოგო , აწერია ვადა, გამოშვების დრო დატანილი აქვს სტანდარტით დაცული შესაბამისი ინფორმაცია!
დავიცვათ ჩვენი შვილები ფალსიფიცირებული პროდუქტიგან!”- წერია განცხადებაში.
რადიო “ძველი ქალაქი” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააგრძლებს მუშაობას და დეტალებს გარკვევისთანავე მოგაწვდით.