ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”-ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თოვლისა და ლიპყინულის გამო, 1 მარტს აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.