ქუთაისის მერიის ინფორმაციით,
თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
მათივე განმარტებით, რეაბილიტაციის ფარგლებში არ იგეგმებოდა ფასადების განათება, თუმცა პროექტში არსებული დანაზოგით შენობები ქალაქის მერის ინიციატივით განათდა.
რეაბილიტაციის პროცესისათვის ტენდერით 2 816 448 ლარი იყო გათვალისწინებული.
ჯამში, ქუთაისში 26 რეაბილიტირებული შენობა განათდა.