ჩერნოვეცკის ფონდი ქუთაისში
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოს ხსნის.
როგორც რადიო “ძველ ქალაქს” აცნობეს,20 თებერვალს ქუთაისში უფასო საქველმოქმედო სასადილო გაიხსნება, რომელიც 12:00 საათიდან 17:00 საათამდე მიიღებს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.
სასადილო გათვლილია დღეში 400 ადამიანის მომსახურებაზე.
სასადილოს მისამართია: ქუთაისი, აბაშიძის N10