კომპანია ,,ეს ემ კა”-მ ქუთაისში,
აღმაშენებლის გამზირზე 24- საათიანი წყალმომარაგების სამუშაოები დაიწყო.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ნინოშვილის დუმბაძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე წყლის მილების დაერთება მოხდება.
“ქუთაისის მერია და წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის სამუშაოების გამო შექმნილი დისკომფორტისათვის. აღნიშნულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 კვირაში დასრულდება და პარალელურად გზის საფარის აღდგენაც მოხდება. მოსახლეობას შეუძლია წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკოს და ინფორმაციას დეტალურად გაეცნოს,”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.