პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის

სამთო მომზადების სკოლის იუბილე დღეს საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

სკოლის შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ცერემონიალზე საშტატო იარაღით, მედლებითა და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ სკოლის პირადი შემადგენლობის წევრები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2006 წლის 17 თებერვალს საფუძველი ჩაეყარა საჩხერის სამთო მომზადების სკოლას, ხოლო საქართველოსა და საფრანგეთს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, სასწავლო კურსების პროგრამები შემუშავდა. 2010 წელს სკოლამ ოფიციალურად მიიღო NATO-ს “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის საწვრთნელი ცენტრის სტატუსი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კი 2014 წელს სკოლას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *