“გაუკეთე სიკეთე პლანეტას”- “თაობათა დიალოგმა” ქუთაისში აქცია გამართა.
RICDOG-ის მიზანს საქართველოს მასშტაბით ცნობილი ადამიანებისათვის კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდის გაზიარება წარმოადგენს. აქციის ფარგლებში წერილები გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი ჭირღვარიას, მაკა ჩიჩუას, გურამ შეროზიას, დავით ლიკლიკაძეს, ნატალი პატარიძეს, ქეთი ბერძენიშვილისა და სხვა ცნობილ სახეებს დაეგზავნათ.
“თითოეული წერილი ადრესატზე მორგებული კონკრეტული რჩევის მატარებელია. რჩევები კი, რა თქმა უნდა, მოიცავს ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას მათი სამუშაო არეალიდან გამომდინარე,”-განაცხადა “თაობათა დიალოგის” გენერალური მდივანმა ეკატერინე მარუქაშვილმა.
წერილების გაგზავნის გარდა, RICDOG-მა ტრადიციულად მსვლელობა ე.წ. “სიკეთის ქარავანი” მოაწყო, რა დროსაც აქციის მონაწილეები გამვლელებს ტკბილეულს ურიგებდნენ.
17 თებერვალი სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო დღეა, რომელსაც RICDOG-ი მე-7 წელია უერთდება.