სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით,
იმერეთში სოციალური დახმარების მიმღები 66 285 ბენეფიციარია ანუ 19 ათას 14 ოჯახი.
იმერეთის მუნიციპალიტეტების მონაცემები კი ასეთია: ბაღდათში სოციალურად დაუცველი 757 ოჯახი ცხოვრობს, ვანში – 1 253, ზესტაფონში – 1 872, თერჯოლაში – 474, სამტრედიაში – 1 264, საჩხერეში – 1 276, ტყიბულში – 921, ქუთაისში – 2 717, წყალტუბოში- 1 939, ჭიათურაში – 3 127, ხარაგაულში- 1 613, ხონში – 1 815.
სოციალურად დაუცველი ამ ოჯახებისათვის 2018 წელს 2 მილიონ 800 ათას 7 ლარია გამოყოფილი.