ვანის მუნიციპალიტეტს სამი ახალი დასასვენებელი ობიექტი შეემატება.
მიმდინარეობს ეპარქიის მიმდებარედ არსებული სკვერის განახლება. გარდა ამისა, სრულდება კიდევ ორი სკვერის კეთილმოწყობა.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
სამივე სკვერის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.