“კინო საქართველომ” ქუთაისში
ტექნიკურ რეჟიმში მუშაობა უკვე დაიწყო.
დღეს, 14:00 საათზე კინოთეატრის #2 დარბაზში რეზო გიგინეიშვილის ფილმის “მძევლების” ჩვენება გაიმართა.
გარდა ამისა, “კინო საქართველო” მაყურებელს კომედიას ” დაბოლილი ნასოსი”, მელოდრამას ” თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი” და მხატვრულ ფილმს “აღმასვლა” შესთავაზებს.
21 თებერვალს კი რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცის” ჩვენება მოეწყობა.
“კინო საქართველოში” კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს, რადგან, მათივე თქმით, კინოთეატრმა მუშაობა მხოლოდ ტექნიკურ რეჟიმში დაიწყო.