ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ვარძიაში მეწყერის შედეგად გზა დაზიანდა.
მერის წარმომადგენელი ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში მზექალა გლუნჩაძე განმარტავს, რომ სოფლის ცენტრალური გზის ამ მონაკვეთზე მეწყერი ათეულობით წლებია ნელ-ნელა გადაადგილდება.
ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ არჩილ მაღრაძემ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თემური თაბუკაშვილმა გზის დაზიანებული მონაკვეთი ადგილზე დაათვალიერეს.
არჩილ მაღრაძის განცხადებით, გეოლოგების მიერ უნდა დადგინდეს თუ რა იწვევს მეწყერს და რატომ ხდება ამ მონაკვეთზე გზის დაწევა.