24 თებერვალს ჭიათურაში კლდეზე

ცოცვის ფესტივალი “იკას დღე ჭიათურაში”  ჩატარდება, რომელიც ირაკლი გრამატოპულოს ხსოვნას ეძღვნება.

ფესტივალი მოიცავს უსაფრთხოების მასტერკლასს, რის შემდეგაც მონაწილეები შეძლებენ ბუნებრივ კლდეზე ცოცვას.

ფესტივალს ფონდი “Ika’s Foundation Ikarus” აფინანსებს, რომელიც პირველი 40 დარეგისტრირებული მონაწილის ტრანსპორტირებასა და ერთჯერად კვებას უზრუნველყოფს.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია (ასაკი 16+). რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 თებერვალია. ფესტივალი 12:00-დან – 19:00 საათამდე გაგრძელდება.

სარეგისტრაციო ბმული

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *