საზოგადოება
"საქმეში მესამე ავტომობილი ფიგურირებს, რომელმაც მერაბ კვირიკაშვილს მოძრაობაში საფრთხე შეუქმნა"
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა 19 მარტისათვის გადაიდო.

საქმის არსებით განხილვაზე, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ ერთი და იგივე შუამდგომლობა დააყენეს და სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი ექსპერტების დაკითხვა მოითხოვეს.

სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

"ბრალდების მხარე არ ეთანხმება დასკვნაში არსებულ გარემოებებს, ამიტომ მოვითხოვეთ, სრულყოფილად იყოს გამოკვლეული აღნიშნული დასკვნა. არ ვეთანხმებით იმ ნაწილს, სადაც ექსპერტები მიუთითებენ, რომ საგზაო მოძრაობის წესები დარღვეული არ ყოფილა. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას და დამნაშავედ ცნობს მერაბ კვირიკაშვილს,"-განაცხადა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსმა გივი შენგელიამ.

დაცვის მხარის ადვოკატის ნუგზარ კვინიკაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უნდა გამართლდეს.

"საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ დაინიშნა სასამართლო ექსპერტიზა. ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეეძლო სატრანსპორტო შემთხვევის აცილება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოძრაობდა 90-100კმ/სთ სიჩქარით. საქმეში მესამე ავტომობილი ფიგურირებს, რომელმაც მერაბ კვირიკაშვილს მოძრაობაში საფრთხე შეუქმნა. საქმეზე უნდა დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი,"-განაცხადა კვინიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქმე უკავშირდება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რეზო ჭეიშვილი დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა
გაიხსენეს.
22:52 / 24.04.2019
რეზო ჭეიშვილი დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა გაიხსენეს.
რეზო ჭეიშვილი დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა
გაიხსენეს.
22:52 / 24.04.2019
რეზო ჭეიშვილი დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა გაიხსენეს.
ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა მიმდინარეობს.
15:31 / 23.04.2019
ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა მიმდინარეობს.
ასოციაცია
21:55 / 22.04.2019
ასოციაცია "ქალები რეგიონების განვითარებისთვის" და
ქუთაისის მერია 185 ძელსკამს შეიძენს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ
17:17 / 22.04.2019
ქუთაისის მერია 185 ძელსკამს შეიძენს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 3 - 16 °C
img
ქუთაისი 5 - 17 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019