ქუთაისში, საღორია-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას
საავტომობილო გზის 5 კმ-მდე მონაკვეთი რეაბილიტირებულია.
აღნიშნული მონაკვეთი აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალს გაივლის. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებენ.
პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარი, გაკეთდა ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 992 801 ლარი შეადგინა.