ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თოჯინების თეატრი პრემიერისათვის ემზადება.
17-18 თებერვალს ქართული ხალხური ზღაპრის მიხევდით დადგმული სპექტაკლის “ნაცარქექიას” ჩვენება გაიმართება. პიესის ავტორი ნინო ანთიძეა.
თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლი ახალი კონცეფციით, თოჯინურ-ანიმაციური ფორმითა და ფერადი ჩრდილებითაა შექმნილი.