ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
მგზავრებს პირდაპირ რეისებს ევროპის 19 მიმართულებით სთავაზობს.
პირდაპირი რეისები უკვე სრულდება შემდეგ მიმართულებებზე ლარნაკა, ბერლინი / შენეფელდი, დორტმუნდი, მემინგენი/მიუნხენ-ვესტი, მილანი / მალპენსა, სალონიკი, ბუდაპეშტი, ლონდონი/ლუტონი, ვილნიუსი, ვარშავა, კატოვიცე.
პირდაპირი რეისები ვროცლავსა და რიგაში მარტის თვიდან, ხოლო პრაღაში, პარიზში/ბოვე, ათენში, რომში/ ფიუმიჩინო, ბარსელონაში/ელ-პრატი მაისიდან განხორციელდება. პირდაპირი რეისით სარგებლობა ვენაში ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.