ვანში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ცენტრი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება და საჭირო ტექნიკით აღიჭურვება.
სამედიცინო პერსონალს წლების განმავლობაში ძველი საავადმყოფოს შენობაში გამოყოფილ ერთ ოთახში უწევდა ყოფნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 130 000 ლარია. მშენებლობაზე 11 ადამიანია დასაქმებული.