ბაღდათსა და ვანში, სოფელ როხისა და სალომინაოს
გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. გარდა ამისა, მოეწყობა გრუნტის სანიაღვრე არხები და რკინა-ბეტონის მილხიდები.
სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარზე მეტია.