8 თებერვალს დავით აღმაშენებლის
ხსენების დღეს აღინიშნება. დილით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
გელათის მონასტერში, ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ, საზეიმო წირვა–ლოცვა აღავლინა, შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
გელათის აკადემიის შენობაში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა მიმდინარეობს ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელნაწერი მემკვიდრეობა, რომელიც ასახავს დავითის ეპოქის სამწერლობო ტრადიციას და ბაგრატიონთა საგვარეულოს სხვა წარმომადგენელთა მიერ გაცემულ დოკუმენტებს: დავითის ავტოგრაფი დაცული სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში, “გალობანი სინანულისა”, რუის-ურბნისის ძეგლისწერა”, გელათისა და ვანის სახარებები, გიორგი III-ისა და ლაშა გიორგის სიგელები და სხვ. გამოფენის ფარგლებში მომზადდა ღია ბარათების კრებული “დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში”.
წელს, პირველად საგალობლების ფესტივალი იმართება. ნიშვნელოვანია, რომ საგალობლების ფესტივალში ახალგაზრდა გუნდებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს ანჩისხატის ტაძრის გუნდი, რომელმაც XIX საუკუნის ქართული გალობის სანოტო კრებულებზე დაყრდნობით საქართველოში პრაქტიკულად პირველმა დაიწყო ქართული საგალობლების ტრადიციების აღდგენაზე ზრუნვა.