წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე და სოფელ ფარცხანაყანევში,
კოპიტნარის დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები აშენდება. ბაღები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM)ფინანსური მხარდაჭერით აშენდება.
პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციისა და ა(ა)ი.პ ,,კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს”” წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს შეხვდნენ.
სტუმრებმა მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილთან ერთად დაათვალიერეს ბაღებისთვის შერჩეული ადგილები, მოსახლეობას შეხვდნენ და იმსჯელეს სკოლამდელი ასაკის დევნილი ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით დაგეგმილ ეფექტურ ღონისძიებებზე.