მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო
პროცესი ხვალ გაიმართება. საქმე ეხება 2016 წლის ზაფხულში ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხევას, რომლის დროსაც მერაბ კვირიკაშილის მეუღლე, გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაღუპა.
გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს. თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
“ახლა კვირიკაშვილი და მისი ადვოკატი ცდილობენ ეჭვები გააჩინონ და ამ გზით გააბათილონ პროკურატურის არგუმენტები, რომელიც საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ექსპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებს და მოწმეების ჩვენებებს ემყარება. ფაქტია, რომ კვირიკაშვილი მოძრაობის წესების უხეში დარღვევით , სიჩქარის დიდი გადაჭარბებით მოძრაობდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. მის მიერ სიჩქარის გადაჭარბება დასტურდება არა მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ გაცემული თავდაპირველი დასკვნით, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც. დიდი ექსპერტობა არ სჭორდება იმის წარმოდგენას, თუ რა სიჩქარით უნდა ემოძრავა BMW X5მარკის ჯიპს, რომ მისი ძრავა, მასზე 4-ჯერ უფრო მსუბუქ Nissan Tida-სთან შეჯახების ადგილიდან 20-25 მეტრის მოშორებით გადავარდნილიყო. გადაჭარბებულ სიჩქარეზე ისიც მეტყველებს, რომ “ნისანში” მსხდომი სამივე ადამიანი ადგილზ ეგარდაიცვალა, ხოლო BMW X5-ში მსხდომი 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა”,- წერს სოციალურ ქსელში ნანა თოდუა.
მისივე თქმით, მისთვის გამაოგნებელი იყო ახალი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ახალმა გარემოებამ გამოიწვია.
“ახალი გარემოება კი ის გახლდათ, რომ ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც ერთხელ უკვე ჰყავდა დაკითხული გამოძიებას, მაგრამ რატომღაც, ეს მნიშვნელოვანი “ახალი გარემოება” მაშინ არ უხსენებია, თვეების შემდეგ რატომღაც “უკეთ გაახსენდა” მომხდარი და თქვა, რომ კვირიკაშვილი მის წინ 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როცა გამოძიებისთვის უცნობი, მსუბუქი ავტომანქანა გამოუხტა, მასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, კვირიკაშვილმა საჭე მკვეთრად აიღო მარჯვნივ, რის გამოც დღისით,სწორ, მშრალ ავტობანზე 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი Nissan Tida მარკის ჯიპი, თურმე “მოცურდა” და უმართავი გახდა. ამ ზღაპარში სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ “კვირიკაშვილს არ შეეძლო დაჯახების თავიდან აცილება”, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არამიწიერი სიჩქარით(170-180 კმ/სთ) მოძრაობდა.ეს სიჩქარე იყო დაფიქსირებული სწორედ დარტყმის მომენტში(დამუხრუჭების შემდეგ) იმ ავადსახსენებელი მანქანის სპიდომეტრზე, რომელიც მაშინ ყველა ტელევიზიის კამერამ გადაიღო და ყველა საინფორმაციო გამოშვების ბადეში მოხვდა”- წერს თოდუა.
დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დგინდება, რომ კვირიკაშვილის ბრალეულობა არ ყოფილა.
პროცესი ხვალ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 15 საათზეა ჩანიშნული.
XX