გარემოვაჭრეები ზუგდიდიდან ქუთაისში მოემგზავრებიან.
მსვლელობას აქციის მონაწილეები გარევაჭრობის დროებით დაშვების მოთხოვნით მართავენ და დეპუტატებთან შეხვედრას მოითხოვენ.
მოვაჭრეები სოფელ ჭითაწყარამდე ფეხით მივიდნენ, შემდეგ კი ქუთაისში გამოემგზავრნენ.
აქციის მონაწილეები რამდენიმე კვირა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, თუმცა მათ არავინ შეხვედრია.