სლოგანით-“ყველა ერთისთვის” ქუთაისში,
თეთრ ხიდზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ქვეყანაში არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და “ბალახას” გათავისუფლებას მოითხოვენ.
შეგახსებეთ, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გიორგი გიორგანაშვილმა, თურქეთიდან 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი სუბოტექსი რეანობილით შემოატანინა. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.