ქუთაისს კიდევ ერთი “ღვაწლმოსილი ქუთაისელი” შეემატა.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ საქართველოს დამსახურებულ არტისტს, საოპერო თეატრის სოლისტს გიორგი ლომთაძეს “ღვაწლმოსილი ქუთაისელის” სიგელი გადასცა. ლომთაძე 80 წლის გახდა, რომელიც ქუთაისის საოპერო თეატრში დღემდე აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა.
გიორგი ლომთაძეს ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელებმა და თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.