ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდი შეიქმნა.
როგორც თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი განმარტავს, ფონდი ადგილობრივი ძალებით დაარსდა, თუმცა დამფუძნებელთა სიაში ცნობილი ადამიანები არიან შესულნი.
გოგოლაშვილის თქმით, ფონდში გადარიცხული თანხები თეატრის ინფრასტუქტურის გასაუმჯობესებლად, სპექტაკლების მოსაწყობად და საგასტროლოდ დაიხარჯება.
“მთავარია, ადამიანებმა გაიღონ რაღაც, რათა შვილებს გადავურჩინოთ თეატრი,”-განაცხადა გოგოლაშვილმა.
თეატრის დირექტორის განმარტებით, ფონდი თითქმის ერთი თვეა ფუნქციონირებს.