არასამთავრობო ორგანიზაცია “თაობათა დიალოგი”
კრეატიულ კურსს “ART is FUN” აანონსებს.
კურსი ხატვას, ხელნაკეთი ნივთების შექმნასა და ინგლისურ ენაში ცოდნის ამაღლებას მოიცავს. გარდა ამისა, მონაწილეები სხვადასხვა თემების განხილვის მეშვეობით მსჯელობის უნარს დახვეწავენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კრეატიული კურსი დაწყებითი კლასის მოსწავლეებზეა გათვლილი.
შეხვედრებს პორტუგალიელი მოხალისეები ჩაატარებენ.
პროექტი 6 კვირა გაგრძელდება. შეხვედრები კვირაში ერთხელ 90 წუთის განმავლობაში ჩატარდება.
პროგრამაში მონაწილეობის ღირებულება 20 ლარს შეადგენს.
მონაწილეობისთვის საჭიროა ინფორმაცია (გვარი, სახელი, ასაკი, კლასი, სკოლა, საკონტაქტო ნომერი) გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე ricdog@live.com.
მონაწილეობის სურვილის დაფიქსირება 18 იანვრამდეა შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:+995 597 13 20 13; +995 598 84 82 28.