საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ
ლატარიამ , მოადგილეებმა რამაზ ჩხიკვაძემ, ირაკლი შენგელიამ, ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა,ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა ახალი წელი იმ ორგანიზაციების თანამშრომლებს მიულიცეს რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ტრადიციულად იმერეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, საპატრულო პოლიციაში და სამაშველო სამსახურში მივიდნენ.
წელს პირველად ახალი წლის დადგომა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მადლიერების სახლის ბენეფიციარებსაც მიულიცეს .