თვითმმართველობის წარმომადგენლებმა
ახალი წლის დადგომა მადლიერების სახლის ბენეფიციარებსაც მიულოცეს.
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მადლიერების სახლის ბენეფიციარებს მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და ვიცე-გუბერნატორთან ერთად ესტუმრა.
ქალაქის მერის განცხადებით, მადლიერების სახლში სტუმრობა ტრადიციად იქცევა.
ქუთაისის მერი მადლიერების სახლში მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.