ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია
ახალ წელს ძაგნიძეების მრავალშვილიან ოჯახში შეხვდა. ოჯახში, სადაც ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს, ლატარია მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
“ეს არის ოჯახი, სადაც ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს. მართალია, ისინი არ არიან სოციალურად დაუცველები, მაგრამ გვინდა, ამ ადამიანებმაც იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს ოჯახთან ერთად მოვსულიყავი და ახალ წელს ერთად შევხვედროდით. გმირობის ტოლფასია, როცა ქვეყანას ხუთ ულამაზეს შვილს უზრდი. ჩვენ ასეთი ოჯახების გვერდით ნებისმიერ დროს ვიქნებით,”-აღნიშნა ნიკოლოზ ლატარიამ.