იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იმერეთის მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავს.
“სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჩემს იმერეთს ვულოცავ დამდეგ შობა–ახალ წელს! 2018 თქვენი სურვილების ახდენის, მიზნების მიღწევისა და გეგმების განხორციელების წელი ყოფილიყოს. თითოეული თქვნგანის მისწრაფების რეალიზება, რომ იცხოვროს უკეთეს, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენი მოვალეობაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით მოსულ ახალ გუნდს სწორად აქვს გააზრებული ეს პასუხისმგებლობა და ისინი მოსახლეობისადმი მაღალი ანგარიშვალდებულებით იქნებიან გამორჩეულები. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია ეფექტურ და ეფექტიან მუშაობას, უკვე მუნიციპალიტეტებში მოსულ ამ ახალ ძალასთან ერთად გააგრძელებს, რომელიც მჯერა რომ გარდამტეხ როლს შეასრულებს რეგიონის წინსვლის საქმეში.
გასული წელი დატვირთული იყო მოვლენებით – იყო ბევრი გამარჯვება და მიღწევა, მაგრამ ასევე იყო სირთულეები, გამოწვევები. თუმცა, ყველაზე დიდი საქმე გაკეთდა, რეგიონის სწორ განვითარებას საფუძველი ჩაეყარა. ახალი წლის წარმატების წინაპირობას სწორედ გასული 2017 ქმნის.
2018 წელს კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთა მუშაობას ყველა მიმართულებით, ამ საქმეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენს მხარდაჭერასა და გვერდში დგომას, ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ საერთო მიზანს – ვიცხოვროთ უკეთეს სოფელში, ქალაქში, რეგიონსა და შესაბამისად, ქვეყანაში ! კიდევ ერთხელ გილოცავთ 2018 წლის დადგომას. ხვავი, ბარაქა, კეთილდღეობა, რაც შეიძლება ბევრი ახდენილი სურვილი და ოცნება თქვენ და თქვენს ოჯახებს !,”-აცხადებს ჭიჭინაძე.