ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მშენებარე
კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა. მუშები ადგილზე დაიღუპნენ. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშნებლობას “იბერიის ვარსკვლავი ახორციელებს”.
რადიო “ძველ ქალაქს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაცუსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.