საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ არის შეზღუდული.
გარდა ამისა, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ამბროლაურთან) ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ იწა და ახალსოფელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.