ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის ანთების თარიღი შეიცვალა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულის მიზეზი უამინდობაა, რადგან ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე დაგეგმილი იყო ფლეშმობი და ფოლკლორული ჯგუფების გამოსვლა.
ნაძვის ხე დღეს, 19:00 საათზე უნდა ანთებულიყო, თუმცა აღნიშნული ღონისძიება 27 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.