“ჩატარებული 24 საათიანი ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 70-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”-განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 70-ე კმ-ზე ჩამოსული იყო დადი მოცულობის მიწა-კლდის ზვავი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.