ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ამბროლაურთან) ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,”-ნათქვამია განცხადებაში.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ იწა და სოფელ ახალსოფელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *